პროექტი „შავი ზღვის სკივრი"
პროექტის გეგმა
24-ე საჯარო სკოლა სოციალური პროექტი „ შავი ზღვის სკივრი“
პროექტის ხელმძღვანელი: თეა შენგელია
სამიზნე ჯგუფი: მესამე კლასი
პროექტის თემა: შავი ზღვის ეკოსისტემასთან დაკავშირებული პრობლემები.
პროექტზე მუშაობის ვადები: დასაწყისი 15 მაისი, , დასასრული 5 ივნისი.
პროექტის აქტუალობა/რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის?
პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მოსწავლისაგან აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას, შექმნილი საგაკვეთილო პროდუქტითა და აქტივობით. პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვები, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს მაღალი დონის აზროვნებასთან.
რა უპირატესობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას?
·
იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება;
·
იზრდება კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგალითად, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა;
·
მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე, განსხვავებით ტრადიციული მოდელისგან;
·
პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემების გამოძიებისაკენ უბიძგებს, რაც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს;
· მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას და თანატოლებთან ურთიერთობას , რაც მნიშნელოვან როლს თამაშობს მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.
პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლების შედეგები
მიზნები:
·
შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების გაცნობა.( წყალმცენარეები, ზღვის ბინადარი ცხოველები)
·
გაეცნონ შავი ზღვის თავისებურებებს; გეოგრაფიულ, ჰიდროლოგიურ, გეოლოგიურ მახასიათებლებს.
·
რა სიკეთე მოაქვს შავ ზღვას და რატომ უნდა დავიცვათ იგი.
გრძელვადიანი მიზნები:
·
მოსწავლემ შეძლოს ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან, შეძლოს გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
·
გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.
ინტეგრირებული საგნები: ბუნება, ხელოვნება, ისტ,
სტანდარეტები:
ბუნება
ბუნ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.II.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.
ბუნ.II.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ბუნებრივი რესურსების დასახელება და მათ მნიშვნელობაზე მსჯელობა.
ისტ
ის.ტექნ.დაწყ.2.აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ ზოგიერთ ძირითად ფუნქციას (მაგალითად: მონიშვნა,
ის.ტექნ.დაწყ.2. ქმნის ფაილებსა და საქაღალდეებს ლოგიკური ორგანიზების პრინციპით, მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნისა და წაკითხვის მიზნით.
ხელოვნება
ს.გ.II.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში
ს.გ.II.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები, გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
ს.გ.II.13. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ყოველდღიურ ცხოვრებასა და საკუთარ გამოცდილებასთან
·
კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი
·
შემოქმედებითი უნარები
·
კომუნიკაციის უნარი
·
ინფორმაციის ზუსტად შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით
პროექტის მსვლელობა:
მოსალოდნელი შედეგები: ვიმედოვნებ, რომ პროექტი „შავი ზღვის სკივრი“ მოსწავლეებს აქცევს ბუნების ქომაგებად. განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები. გააცნობიერებენ, რომ გარემოს დაცვის შესახებ არსებობს უამრავი მოსაზრება და განმარტება. უკეთ გაეცნობიან შავ ზღვას.
პროექტის ფარგლებში მიღებული ინფორმაციით ისინი კარგი მაგალითის მიცემას შეძლებენ თანატოლებისათვის.
პროექტის იდეა გაჩნდა, როდესაც გავეცანი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილ მასწავლებლის კრებულ-სახელმძღვანელოს შავი ზღვის შესახებ.
გავაცანი მოსწავლეებს პროექტის იდეა, განისაზღვრა მშობელთა და მოსწავლეთა როლი პროექტში მონაწილეობის მისაღებად, დავგეგმეთ აქტივობები და შევუდექით მუშაობას.
შეხვედრა პირველი
პროექტი დავიწყეთ მოსამზადებელი ფაზით. ამ ფაზაში მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის მიზანი, გავაცანი პროექტებით სწავლების მეთოდის მიმდინარეობა და ის წესები, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროექტი.
მივაწოდე ზოგადი ინფორმაცია
შავი ზღვის შესახებ. არის თუ არა სიცოცხლე შავ ზღვაში; რა სარგებლობა მოაქვს შავ ზღვას და რატომ უნდა დავიცვათ იგი; გამოვკვეთე შავი ზღვის წინაშე მდგარი სირთულეები.
მოსწავლეებს ვესაუბრე გარემოს დანაგვიანების შესახებ, რომ ნაგავი ჩნდება იქ, სადაც ადამიანია. ადამიანები მოიხმარენ უამრავ საგანს, საკვებს, მასალას, რის შედეგადაც ჩნდება ის, რაც მათ აღარ სჭირდებათ - ნარჩენები.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს დავუსვი კითხვები მიღებული ინფორმაციის ირგვლივ.
1. რატომ
ითვლება შავი ზღვა
ჩაკეტილ წყალსატევად?
2. როგორ
უკავშირდება შავი ზღვა
მსოფლიო ოკეანეს?
3. რატომ არაა შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვასავით ან ატლანტის ოკეანესავით მლაშე?
4. რა
სიღრმეზეა სიცოცხლე შავ
ზღვაში?
5.
რომელი ქვეყნების მდინარეები
ჩაედინება შავ ზღვაში?
6.
რამდენი ქვეყანა აბინძურებს
შავ ზღვას?
შეხვედრა მეორე
მოსწავლეებს ვაჩვენე შვი ზღვის ბინადართა ფოტოები თანდართული სახელწოდებებით. გავაცანი თითოეული მათგანის თვისება. შემდეგ შევთავაზე აქტივობა:
სიცოცხლე შავ ზღვაში
თამაშის წესები
მოთამაშეები
გუნდებად იყოფიან.
თვალსაჩინო ადგილას კიდია
პლაკატი „სიცოცხლე
შავ ზღვაში“;
მასწავლებელი
დროს
დაინიშნავს;
მონაწილეთა რიგითობა დგინდება
კენჭისყრით ან
კამათლით;
მოთამაშე დგება პლაკატთან.
მოწინააღმდეგე კი
იღებს სათამაშო
ბარათებს და
ხმამაღლა აცხადებს,
რომელ ჯგუფს
(ფრინველები, ძუძუმწოვრები,
თევზები, უხერხემლოები,
მცენარეები) მიეკუთვნება
მასზე გამოსახული
ინდივიდი;
მოწინააღმდეგე არ აჩენს
სურათს, კითხვას
კი მე-5
ანუ ხუთქულიანი
მინიშნებით იწყებს;
თუ პლაკატთან მდგომი
მოთამაშე ბარათზე
გამოსახულ ინდივიდს
პირველივე მინიშნებით
გამოიცნობს, 5 ქულას
მიიღებს. თუ
ვერა, მოწინააღმდეგე
ოთხქულიან მინიშნებაზე
გადადის. სწორი
პასუხის შემთხვევაში
მოთამაშეს 4 ქულა
ეწერება. მცდარი
პასუხების შემთხვევაში
თამაში ერთქულიან
მინიშნებამდე გრძელდება;
თუ მოთამაშე ვერც
ერთქულიან მინიშნებას
უპასუხებს სწორად,
მას ნული
ქულა ეწერება.
მოთამაშის ჯამური
ქულები აღინუსხება;
თამაშის ბოლოს მოწინააღმდეგე
ყველას აჩვენებს
ბარათზე გამოსახულ
ინდივიდს;
მოგებულია ყველაზე მეტი
ქულის მქონე
მოთამაშე.
-აქტივობა ხალისიანად წარიმართა. ყველა მოსწავლე ჩართული იყო. საბოლოოდ მათ შეძლეს დაემახსოვრებინათ შავი ზღვის ბინადარი ორგანიზმების გარეგნული და თვისობრივი მახასიათებლები.
შეხვედრა მესამე
მორიგი შეხვედრისას მოსწავლეებს ვაჩვენე სლაიდები გარემოს დბინძურებით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფების შესახებ. ნახეს თუ როგორ ზიანდებიან ზღვის ბინადარი ცხოველები ან ის ფრინველები, რომლებიც ზღვის თევზებით იკვებებიან. როგორ ბინძურდება შავი ზღვა ნავთობით.
ვესაუბრე შემდეგ თემებზე და ერთად დავსახეთ მიზნები შავი ზღვის დასაცავად.
რა უნდა ვიღონოთ შავი ზღვის დასაცავად?
·
არ დავანაგვიანოთ ხმელეთი, რადგან ადრე თუ გვიან წვიმის თუ ქარის მეშვეობით ნაგავი ზღვაში აღმოჩნდება.
• სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით დაბინძურების
თავიდან ასაცილებლად
შავი ზღვის რეგიონში მოწეული ეკოლოგიურად
სუფთა, ორგანული სურსათით ვიკვებოთ.
• შევიძინოთ ზღვის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც დასაშვები ზომისაა და დაჭერილია დასაშვებ დროს და უსაფრთხო მეთოდით.
• მხარი დავუჭიროთ ზღვის დაბინძურების
შემცირებისკენ
მიმართულ პოლიტიკურ ინიციატივებს.
• არ შევიძინოთ საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობები (როგორიცაა, მაგ., თინუსი).
• საყიდლებისთვის
ბუნებრივი მასალის ჩანთები გამოვიყენოთ
და ზღვაც ნაკლებად დაბინძურდება
ცელოფნის პარკებით.
• გავწევრიანდეთ
ან მოხალისეებად
ვიმუშავოთ შავი ზღვის დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციებში.
• უკეთ გავიცნოთ შავი ზღვის ბინადრები და ხელი შევუწყოთ მათ დაცვას.
შეხვედრა მეოთხე
მორიგი შეხვედრისათვის მოვამზადე ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმიის მასწავლებელთან ერთად. სლაიდშოუზე თავმოყრილი იყო მთლიანი ინფორმაცია შავი ზღვის შსახებ, რომელიც სხვადასხვა შეხვედრებზე დამუშავდა. მოსწავლეებს ეცვათ სპეციალურად ამ დღისათვის დაპრინტული „მეტყველი“ მაისურები წარწერით „მე მიყვარს შავი ზღვა“.
გაკვეთილის ერთ ნაწილში ქიმიის მასწავლებელმა ახსნა წყლის ფორმულა თვალსაჩინოების გამოყენებით. ასევე აუხსნა მოსწავლეებს თუ რატომ არ არის შავი ზღვის გარკვეულ ნაწილში სიცოცხლე და რა ზიანის მოტანა შეუძლია იქ არსებულ მომწამლავ აირებს.
გაკვეთილის ბოლო ფაზაში ბავშვებმა ფერადი თევზები ჩააკრეს ხელოვნურ საარსებო გარემოში ანუ დახატყლ აკვარიუმში. შეასრილეს მხიარული სიმღერა.
„ უღრუბლო ცა,
კრიალა ზღვა, რა გინდა სხვა?!“
მეხუთე შეხვედრა
ექსკურსია ანანურის ტერიტორიაზე გარემოს დაცვის დღეს დავამთხვიეთ. ბავშვები იმავე მაისურებით წამოვიდნენ. მშობლებთან ერთად დავასუფთავეთ მიმდებარე ტერიტორია, რაც მაგალითი გახდა გარშემომყოფთათვის და მოხალისეებიც შემოგვემატნენ.
დასკვნა: პროექტმა შედეგი გამოიღო. მოსწავლეები მართლაც გახდნენ გარემოს ქომაგები. ბევრი რამ შეიტყვეს შავი ზღვის შესახებ და იციან როგორ გაუფრთხილდნენ მას. შეუძლიათ ინფორმაცია თანატოლებსაც გაუზიარონ.
Comments
Post a Comment